logo
ENG



გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ მივიღე - გვარამია

19 ივნ 202014:32
3 წუთის საკითხავი
 

"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია განმარტავს, თუ რატომ არ ჩააყენა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ საქმის კურსში. 

როგორც გვარამიამ განმარტა, იქიდან გამომდინარე, რომ მას აღნიშნული ინფორმაცია სუს-ის წარმომადგენელმა მიაწოდა და ეს არაოფიციალურად მოხდა, მას უწყებისთვის არ მიუმართავს. 

"როგორ ჩავაყენებდი სუს-ს საქმის კურსში, როდესაც მათგან მქონდა ეს ინფორმაცია, ვგულისხმობ ჩემს წყაროს. ამასთან ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ იყო. ბოლომდე სარწმუნოდ ეს ჩემს მიერ არ იყო მიღებული. ასეთ ინფორმაციებს სუს-ის წყაროებიდან ვიღებთ ძალიან ბევრს. რა თქმა უნდა მათი გადამოწმება ხდება და ლოგიკურია, რომ მათვე არ ვატყობინებთ. რამდენიმე კვირით ადრე ადრე მივიღე ეს ინფორმაცია. კორონავირუსის პერიოდში მოხდა უკვე. ეს ახალი ამბავი არაა. საუბარია დაახლოებით 2 თვეზე", - განაცხადა ნიკა გვარამია. 


close დახურვა